27-28 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანში, თვითნაკეთი გორიალებით ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
დრიფტის მონაწილეებმა, გორიალებით და სპეციალური ეკიპირებით, 1კმ მანძილი უნდა დაფარონ.
პირველი დღე საკვალიფიკაციო დაშვებას დაეთმობა, მეორე დღეს კი გაიმართება ნახევარფინალი და ფინალი.
ხანის დრიფტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წლიდან პირებს, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.
ხანის დრიფტი იმერული ტურიზმის კლუბის ორგანიზებით ჩატარდება. მისი მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და იმერეთის რეგიონის პოპულარიზაცია.
დარეგისტრირდი ფესტივალზე და აღმოაჩინე შენი ახალი თავგადასავალი სოფელ ხანში.
ფესტივალის სარეგიატრაციო ლინკს ნახავთ იმერული ტურიზმის კლუბის და ხანის დრიფტის ფეისბუქ გვერდებზე.
ფოტო Giorgi Tsaava










