ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არსებული ეკლესია უცნობმა პირებმა გატეხეს – ინფორმაციას ,,ინფოიმერეთი” ავრცელებს. მათი ცნობით ტაძარი დაარბიეს, წაღებით კი მხოლოდ შანდალი მოიპარეს.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-სთან საუბრისას ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი ამბობს, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ასევე სოფლის სასაფლაოებზე არსებული საგნებიც მოიპარეს.
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არკვევენ.









