სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს ( გოჭები).
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე. კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...










