იმერეთის 2 სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა

572
ნახვა

„დღეიდან მაღალმთიან დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების – სპეთისა და ჭალოვანის მოსახლოებას.

კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს კიდევ 6 სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს, ხელს შეუწყობს ამ დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ამ დრომდე, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246,012 მოქალაქე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა – საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.   სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც...

დაწვრილებითDetails

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს.   სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ...

დაწვრილებითDetails

იზრდება ტკიპების აქტივობა – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს სპეციალისტების რეკომენდაციებს, როგორ დაიცვას თავი მოსახლეობამ ტკიპებისგან.   ​„თბილი თვეების დადგომასთან ერთად საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი...

დაწვრილებითDetails

4 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. ენერგია საკმარისი გექნებათ, რათა დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.   კურო შესაძლოა, სასიამოვნო სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებულ აფხაზეთში მოზარდი ზღვაში დაიხრჩო

ოკუპორებულ აფხაზეთში უბედური შემთხვევა მოხდა. სოხუმში, „მაიაკის“ რაიონში, 12 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია, დაწყებულია მოკვლევა.

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.    

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები