ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს, კორპუსის ნგრევის შედეგად 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.შემთხვევის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტი დავით კაკულია “სხვა შუადღის” ეთერში ბათუმის ტრაგედიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ბევრი რამ იყო, ისეთი რაც არასოდეს დაავიწყდება.
„რამდენიმე კადრი არის რაც არ დამავიწყდება, ერთი კადრი ეს არის – მაშველმა ასწია ხელი და ტრაქტორი გააჩერა, რაც ნიშნავდა იმას, რომ შეეწყვიტა ტრაქტორს მუშაობა, რადგან რაღაც საეჭვო დაინახა. სამწუხაროდ მოხუცი ქალბატონი გარდაცვლილი ამოიყვანეს, მაგრამ ტრაქტორს შეიძლებოდა ის დაეზიანებინა. და მეორე კადრი ეს არის კომპოტის ქილები, რომელიც არ იყო გატეხილი და ყველას იმედი გვქონდა, რომ სადაც ქილები გადარჩა 12 წლის ბავშვიც გადარჩებოდა და მესამე ეს არის მეზობლები აივანზე“ – ამბობს დავით კაკულია.









