LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ილონ მასკი ამსხვრევს მითს რომ, წარმატებას ხანგრძლივი დროით მუშაობა სჭირდება

ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია

დაპოსტა 2021/01/08-ში
A A
552
ნახვა
გაზიარება

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოცემა Bloomberg-ის მიერ პერიოდულად გამოქვეყნებად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სიაში უმსხვილესი ონლაინ მაღაზია Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მოცემული დროისთვის მისი ქონება 195 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილს 185 მილიარდი აშშ დოლარით სწორედ ჯეფ ბეზოსი იკავებს. მესამე პოზიციაზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, რომლის ქონებაც ბოლო მონაცემებით 134 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მეოთხე ადგილს კი 116 მილიარდი აშშ დოლარით კომპანიათა ჯგუფის Moët Hennessy – Louis Vuitton დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბერნარ არნო სჯერდება. რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგის ქონება 102 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული და ის სიაში მეხუთე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველ ხუთეულში ტექნოლოგიური კომპანიების ოთხი დამაარსებელი და ხელმძღვანელია, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2021 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.
გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2021 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა Amazon-ის მფლობელი უკან Tesla-ს აქციების ფასის 7,9 პროცენტით გაზრდის შემდეგ ჩამოიტოვა. ამის მიზეზად ექსპერტები გასული წლის დეკემბერში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ამერიკული კორპორაციების ჩამონათვალში შესვლას ასახელებენ, რის შედეგადაც ის საფონდო ბირჟის ინდექსს S&P 500 დაემატა. აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსი, რომელიც Amazon-თან ერთად ყოველდღიური გამოცემის The Washington Post და კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიის Blue Origin დამაარსებელიცაა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს 2017 წლიდან ამ დრომდე უცვლელად ინარჩუნებდა.

ილონ მასკი 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 37-ე ადგილს იკავებდა. აღნიშნული პერიოდიდან წლის ბოლომდე მის კაპიტალს ჯამში 165 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დაემატა, რაც დიდწილად სწორედ Tesla-ს აქციებზე ფასის ზრდამ განაპირობა. კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასული წლის განმავლობაში 743 პროცენტით გაიზარდა, ივლისის თვეში კი ის მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელიც გახდა.

გაზიარება221

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"