ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვების დაწესება გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება.
“მიუხედავად ასეთი საგანგაშო, მძიმე სიტუაციისა, მაინც მიმაჩნია, რომ მკაცრი შეზღუდვების და “ლოკდაუნების” შემოღება დღეს საქართველოში გაუმართლებელი და შეუძლებელი იქნება.
შესაძლოა, მან დადებითი გავლენა მოახდინოს ახალი შემთხვევების და გარდაცვალების დინამიკაზე, მაგრამ ის გამოიწვევს ეკონომიკის კიდევ ერთხელ ღრმა კრიზისში ჩავარდნას, შემცირდება შემოსავლები და ძალიან მძიმე ტვირთად იგრძნობს მოსახლეობა ამას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.










