იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1 ოქტომბერს იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას.
შიგერუმ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
“მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ, რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.