LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თქვენ ხართ მატყუარა და ავანტიურისტი – ”რუსთავი ორის” პირდაპირ ეთერში დაცვის გამოძახება გახდა საჭირო

თქვენ ხართ მატყუარა და ავანტიურისტი – ”რუსთავი ორის” პირდაპირ ეთერში დაცვის გამოძახება გახდა საჭირო

დაპოსტა 2021/01/20-ში
A A
479
ნახვა
გაზიარება

ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა დახურულ შეხვედრაზე ინფორმაცია, რასაც უამრავი ადამიანი ესწრება, გადის დამახინჯებულად.

მისივე თქმით, ყველა საუბარი, რაც მიდის არის ოპოზიციის ერთობის, ბოიკოტის არევა.

„მოვისმინე, რომ ვიღაცა ვიღაცა არ შეხვდა და ეს ტელევიზორში ირჩევა, ეს არის სირცხვილი! ამომრჩევლის დროის ფუჭად დახარჯვა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ, რაზეც ალეკო ელისაშვილმა ხაზარაძეს მიმართა: „სირცხვილი რა არის უკაცრავად?“

აღნიშნულზე კი ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „სირცხვილია, რომ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“.

ამის პასუხად კი ელისაშვილმა ხაზარაძეს ერთ-ერთი საუბარი გაახსენა.

„ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი გვქონდა?. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რაზე ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით. მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს? არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე, ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ. სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რა იქნება. არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვები თქო? ჭორები გავრცელდაო, რა ჭორები გავრცელდა, სად შევთანხმდით, რომ ამ ლაპარაკს არ გავიტანდით, ხალხის ბედზე ვლაპარაკობდით იქ.. სიტყვა არ გამომიტანია ელჩების ლაპარაკიდან და იმასაც ძალიან ვნანობ”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს მატყუარა უწოდა.

„მგონი ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, თქვენ ბატონო ალეკო, ბრძანდებით მატყუარა“, – მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს, რაზეც ელისაშვილმა მას სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

„შენობაზე ნუ გადმოდიხარ, თქვენ ხართ მატყუარა, ავანტიურისტი, თქვენ ლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ დავალებით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნულზე კი ელისაშვილმა ხაზარაძეს მიმართა: „მყვლეფავი ხართ ხალხის…. ბოკერიას დაკრულზე ვინ ცეკვავს, ვხედავთ ამას“.

„თუ გინდათ შედით პარლამენტში, ამ ქაოსს თავი დაანებეთ. ოცნების მუსიკას ნუ გვასმენინებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მიმართა: „ქართულ ოცნებასთან ზურგს უკან მოლაპარაკება გქონდათ?…არ გქონდათ მოლაპარაკება? მითხარი, რომ ეგ ეგრე არ არის…ბადრი ჯაფარიძე თქვენ პარტიაში არ არის?“, -რაზეც ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს უნდა დაემტკიცებინა.

„ვინ ქართულ ოცნებასთან მქონია მოლაპარაკება, მეორე ტყუილს ამბობ. ახლა სანამ არ დაამტკიცებ მაგას, ბადრი ჯაფარიძეს როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა ქართულ ოცნებასთან, აქედანა არ გავალ. აიღე ტელეფონი, დაურეკე კობახიძეს, როდის ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან ლელოდან რომელიმე ადამიანს….სანამ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებასთან… არ დაგინახო ჩვენთან გაკარებული, არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული“,- განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა „მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ“.

დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ “რუსთავი2”-ის სტუდიაში დაცვის სამსახურის გამოცხადება გახდა საჭირო, რის შემდეგაც წამყვანმა სარეკლამო ჭრა გამოაცხადა.

გაზიარება192

დაკავშირებული -პოსტები

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
მთავარი

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან...

დაწვრილებითDetails

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ბოლო ცნობებით, მამაკაცი ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, გაჩერებულია მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან...

დაწვრილებითDetails

„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"