თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც უდიდესი გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა – იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
”ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს ქართული მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს. თქვენი როლი, თქვენს მიერ ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქებული ნებისმიერი სიახლე, თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც უდიდესი გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოების სწორად და ზომიერად ინფორმირებულობაა საჭირო. თქვენ ხართ ყოველთვის იქ, სადაც მოვლენების ეპიცენტრია, რთული პროფესია გაქვთ, მაგრამ თქვენ ბევრი შეგიძლიათ. გისურვებთ ყოველთვის საინტერესო ამბების წინა ხაზზე ყოფნას და ბევრ წარმატებას თქვენს საპატიო საქმიანობაში.” – ნათქვამია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.