LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება. თქვენი დუმილი საზარელია – მიმართვა მესხიშვილის თეატრს

თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება. თქვენი დუმილი საზარელია – მიმართვა მესხიშვილის თეატრს

დაპოსტა 2025/01/14-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება. თქვენი დუმილი საზარელია – ამ სიტყვებით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები  მესხიშვილის თეატრის დასს.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“მიმართვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს (მესხიშვილის თეატრი • Meskhishvili Theatre),

ყველაზე არტისტული ქალაქის დიდ თეატრს გილოცავთ თეატრის დღეს!
ერთი თვის წინ თქვენ ერთჯერადად აღშფოთებული იყავით ქვეყანაში არსებული დაპირისპირებით. თქვენს ორაზროვან ტექსტებში აღნიშნეთ, რომ ემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და სიძულვილს. დღეს, როდესაც ძალადობაც და სიძულვილიც გაზრდილი და გაბევრებულია რეჟიმის მიერ, რას გრძნობთ?
არ გაკადრებთ არც თავისუფლების, არც ხელოვნების არსსა ან/და როლზე გრძელ-გრძელ აბზაცებს. სინამდვილეში, პირიქით, სწორედ თქვენგან ველით მგზნებარე გამოსვლებს თავისუფლებისა და ხელოვნების შესახებ, უფრო კი მათ დასაცავად. განა, ხელოვნება რაა – თქვენ არ ხართ? თუ მხოლოდ ტექსტებია? ან მხოლოდ პლასტიკა? ან მხოლოდ შენობა?
განა, დღეს, ანდრო ჭიჭინაძე არ არის თავისუფალი ხელოვნების გამოხატულება?
თუ ახლა ანდროს ვერ დავიცავთ, სხვებს როგორ დავიცავთ?
არც ისე შორეულ მომავალში, სანდრო ახმეტელის, საბჭოთა ტერორს შეწირული გამორჩეული თეატრალის ხვედრის გაზიარებისგან თქვენ როგორღა დაგიცავთ?
თქვენი განცხადება ბერტოლტ ბრეხტის სიტყვებით დაიწყეთ: „სადაც ძალადობა სუფევს, ხელოვნება და სიმართლე ვერ არსებობენ“. ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გამოსული, თქვენი თანამოქალაქეებიც ამასვე ვამბობთ.
ქვეყანას შემორჩენილი თქვენი, ჩვენი ერთი მუჭა ხალხი კი ბოლო ათწლეულებია რეჟიმებად ქცეულ ხელისუფლებებს ადგილზევე, ძალადობის პირობებში და ძალადობის მიუხედავად ებრძვის. ამიტომ, შემდეგი განცხადების გასამძაფრებლად შეგიძლიათ უწყვეტი პროტესტის ქრონიკებიდან მარგალიტებად ქცეული ციტატები მოიშველიოთ.
ახალი სეზონი საპრემიერო სპექტაკლით გახსენით, მაგრამ თქვენი დაკავებული კოლეგის მხარდამჭერა დაგავიწყდათ.
თქვენი ძარღვიანი სათქმელის მთავარი პრემიერა წინაა. თქვენი მთავარი სცენა დღეს ის ადგილია, სადაც ტირანიის დამყარებას ეწინააღმდეგება თქვენი, ჩვენი ხალხი. მაყურებელი კი ჯერაც გელით.
გვჯერა, რომ თქვენი გული დიდი ხანია თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ “რუსთაველზეა” იქნება ეს თბილისში, ქუთაისში თუ სხვაგან. მაგრამ, ხალხს თვალხილული მაგალითები სჭირდება.
თქვენი დუმილი ყურისმომჭრელია.
თქვენი დუმილი თეატრის არსს ეწინააღმდეგება.
თქვენი დუმილი საზარელია.
ამიტომ, გელით!
გელით, გამოხატული, დაფიქსირებული, არაორაზროვანი პოზიციით.
მაგალითად, დღეს – ქართული თეატრის დღეს.
მაგალითად, ხვალ, საყოველთაო ეროვნულ გაფიცვაში მონაწილეობის მისაღებად.

გელოდებოდით და გელით ყოველდღე.” – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 28 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფანჯარას 2028 წლამდე ხურავს. მოსახლეობაში პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციებზე მოქალაქეების დარბევა, სასტიკი ცემა, დევდა და ძალის გამოყენებით დაკავება დაიწყეს. დღეს საქართველოში პროტესტის 48-ე დღეა.

დღეს 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. 

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა-ლაშა დეისაძე

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან
ახალი ამბები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა. უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

“ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს - ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"