საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო, ანტივირუსულმა პრეპარატმა “მოლნუპრავირმა” დამაიმედებელი შედეგები აჩვენა და ის ბაზარზე მალე გამოჩნდება.
“✅მორიგი კარგი ამბავი თანამედროვე მსოფლიოდან. როგორც ადრე გითხარით, ყოველ 2-3 კვირაში ახალი “კოვიდ” მედიკამენტები გამოჩნდება ბაზარზე. ზოგი იქნება პრევენციული, ზოგი – დამხმარე, და ასე შემდეგ.
✅Molnupiravir “მოლნუპირავირი” დამზადებულია კომპანია Merck “მერსკი”-ს მიერ (ეს ის კომპანიაა, კოვიდვაქცინა რომ ჩაუვარდათ და მთელი რესურსები წამალზე გადაისროლეს). ისე, ანალოგიურ მედიკამენტზე ასევე მუშაობს კიდევ 5 მსხვილი კომპანია…
✅ როგორ მუშაობს ეს წამალი: თუ დაინფიცირდით, უნდა მიიღოთ იმწუთასვე.
✅ რა ეფექტიანობა აქვს: წამლის მიღება ეხმარება პაციენტს, რომ უფრო იოლ ფორმაში გადაიტანოს კოვიდი და არ ამოყოს თავი რეანიმაციაში.
✅ რა ღირს: ერთი პაციენტის მკურნალობის კურსი ღირს 700$ (ფასდაკლებით)
✅სად შეიძლება შეიძინო: არსად, არც ერთ აფთიაქში არ გაიყიდება და იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ საავადმყოფოში (480,000 დოზა ნაყიდი აქვს ბრიტანეთს და 1.7 მილიონი დოზა – ამერიკას).
✅საქართველოს რა ამ ახალი ამბიდან: არაფერი ჯერჯერობით!
✅ ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხი არ არის მოგვარებული და ახალ წამლებზე ვინ არ რატომ უნდა ისაუბროს?!
✅ფაქტია: ფაიზერის ვაქცინა ღირს 17$ და კარგად მუშაობს. ჩინური 32$ ღირს, არ მუშაობს და მაინც “ტენიან” საქართველოში. რემდესივირი 2000-3000 ღირს, არაეფექტურია და მაინც “ტენიან” საქართველოში. რა გითხრათ, მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე და მიდის წინ. ✅დიახ. 2021 წელი არის კოვიდვაქცინების და კოვიდმედიკამენტების წელი!
✅დიახ. 2022 წელი არის კოვიდის კონტროლის წელი და მსოფლიოს ბევრ ადგილას (ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში) კოვიდი იქნება დამარცხებული!
✅მე მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, სადაც კოვიდი იქნება კონტროლის ქვეშ! ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს ფხაკაძე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა.










