ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, “ფაიზერით” ვაქცინაცია დაბალ ასაკაობრივ ჯგუფშიც დასაშვებია და ბავშვების ვაქცინაციის საკითხი უნდა დადგეს.
„თუ გვინდა ბავშვები დავაბრუნოთ სკოლასა თუ ბაღში, აუცილებელია, რომ ბავშვების იმუნიზაციის საკითხი დადგეს.
ჯანმოში ჯერ არ არის გამოცხადებული „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების მიზანშეწონილობა დაბალ ასაკობრივ ჯგუფში.
შემოდგომისთვის ბავშვების აცრა აუცილებელია და მხარს დავუჭერ ამის დაწყებას“, – აცხადებს კულუმბეგოვი.










