ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე საწოლების რესურსი არის და თუკი, ყოველდღიურად შემთხვევები, ათეულებს არ გაცდება, კრიზისი არ შეიქმნება.
ამასთან, ეზუგბაიას განცხადებით, თუკი, მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, პაციენტების კლინიკაში მოთავსებისა და გაწერის კრიტერიუმები გადაიხედება.
„გამოჯანმრთლებულთა შემატება საწოლებსაც ათავისუფებს. ანუ, ამ ეპატზე 290-ზე მეტი პაციენტი არ არის. თუ ასე იქნება, რომ 30-ზე მეტი პაციენტი არ დაემატება და ამავდროულად იქნება გაწერებიც, პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ 440 საწოლი, რომელიც პირველჯერზეა, საკმარისი შეიქმნეს. თუ არადა, არის შემდეგი გეგმები, სადაც 3000-ზე მეტი საწოლია.
ვფქირობ, რომ ჯერჯერობით გვეყოფა, ასე თუ გაგრძელდება, რესურსი გვეყოფა, ჩვენ ვლაპარაკობთ ზუსტად იმაზე, რომ ათეულების რესურსი გვეყოფა, მთავარია ასეულებზე არ გადავიდეთ, თუ ასეულებზე არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა, რესურსი გამოიძებნება, ხედვა შეიცვლება, გადაიხედება დაწოლის და გაწერის კრიტერიუმები და ეს რესურსი სრულიად საკმარისი იქნება. ჩვენ გარკვეულწილად მივიღეთ გამოცდილება ამ პაციენტების მართვის, ჩვენ უკვე 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი სიმძიმე, მათი პროგნოზირება ვისთან, რა, როგორ შეიძლება წავიდეს. რესურსის უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები. ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და ნუ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.