რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს პატიმარ ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. ოჯახი ამბობს, რომ ტატუნაშვილი უკვე 6 თვეა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლია.
მათი ინფორმაციით, პატიმარს სპეციალურ ოთახში სისტემატიურად აწამებენ. ოჯახი ციხის უფროსთან შეხვედრას, გამოძიების დაწყებას და პატიმრის ისეთ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
“ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დედა იგივე გრძელდება 3 დღეა ისევ ვყავარ ქვევით, რაღაც ოთახში და ისევ გრძელდება ჩემი წამება… რას აკეთებთ მითხარით გარედან, თუ ასე გაგრძელდა მე აქედან ცოცხალი ვერ გამოვალ.
ჩემი შვილის გადაყვანას ვითხოვ ამ ციხიდან და ვითხოვ, რომ მასზე შეწყდეს ასეთი ზეწოლები და ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფა.
არ შეიძლება მისი მწამებლები და ეს ბავშვიც ერთად იყვნენ ერთ შენობაში, გადაიყვანონ ისეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც ესენი ვერ მიწვდებიან”,-ამბობს პატიმრის დედა.
ინფორმაციას https://mtavari.tv/news/ ავრცელებს










