LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა! – სალომე ზურაბიშვილი

თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა! – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/01/11-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა ახალი პარტიები ჩამოყალიბდეს, რომელიც იმ საქართველოს ასახავს, რომელიც „დღეს იბადება“.

„საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან, ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც თავიანთი ადგილი ექნებათ. მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიძლიერეა, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება.

საჭიროა მზადყოფნა – დამკვირვებლები. ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის, ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, კიდევ უფრო კარგია მომზადება იმისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის.

არ უნდა აღმოვჩნდეთ მოუმზადებელი მომავალი არჩევნებისთვის. მე პირადად ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური, რომ ჩვენ და თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და დაცული, ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოს. სხვა გზა არ არის. ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის, თუ გვინდა ჩვენ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე, ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი – რაც სწორია და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ და მომზადებულიც. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩემი მოვალეობა, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად.

დიდება საქართველოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

“ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს - ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 28 აპრილს საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 აპრილს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც უმეტესად ღრუბლიანი დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +16 - მზიანი სოხუმი +16 -...

დაწვრილებითDetails

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ხელმძღვანელობასთან იყავით მეტად დიპლომატიური, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული, რადგან არის ალბათობა, არ მოგეწონოთ მათი დირექტივები, რაც დაპირისპირებისა და კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. კურო იმოქმედეთ გამიზნული, მოფიქრებული ნაბიჯებით, მაგრამ ნუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"