LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას..“ – იაგო ფრანგიშვილი

იაგო ფრანგიშვილი ვაქცინაციის, ანტისხეულებისა და კოვიდთან ბრძოლის შესახებ

დაპოსტა 2021/09/19-ში
A A
358
ნახვა
გაზიარება
ექიმი იაგო ფრანგიშვილი  აუცრელი მოქალაქეებისთვის ანტისხეულების ტესტის შეთავაზების სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციას  ავრცელებს და ამბობს , რომ მოქალაქეთა რაღაც ნაწილი ყველა ქვეყანაშია, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებდ. ამიტომ მნიზსვნელოვანია მათთვის ლოიალური გამოსავალის პოვნა.

„ან 4 ან 11 ოქტომბრიდან, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, გერმანია ყველას, ვინც არაა აცრილი, შესთავაზებს ანტისხეულის ტესტირებას.

ეს არის და იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. გერმანიაში ასაცრელი მოქალაქეების 25%-ზე მეტი აცრის არ მსურველია. ასე ცხოვრება და ასეა ადამიანი. გინდაც გაგიჟდეს ვინმე, გინდაც აღშფოთდეს ვინმე, გინდაც ვინმეს სახლში მიუვარდეს შპრიცით, ეს ფაქტია და ასეა, 25%-ს არ სურს აცრა.

ეს გაიგო ყველამ გერმანიაში და არავინ ეძახის არავის ბნელს და არ დასდევს ძალადობრივად ასაცრელად.

შეიქმნა პირობები, რომ სკოლა და ჯანდაცვა აცრილი ან გამოჯანმრთელებული უნდა იყოს, თუ არადა სხვაგან გადაგიყვანენ, სამსახურიდან გათავისუფლება ჯერ არ მომხდარა, მე არ მსმენია.

რა თქმა უნდა, აცრის პროპაგანდაც და მთელი კამპანიაც გრძელდება, მაგრამ, შეიგნო და გაიგო ყველამ, რომ ალბათ 20%-ს ვერ აცრი, გინდაც სულ ოქროს ზოდი მისცე აცრისას. ასეა ცხოვრება და ამას უნდა რესპექტულობა.

ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ანტისხეულების ტესტირება.

ეს აწყნარებს ექიმსაც, პოტენციურ პაციენტსაც და მის გარემოსაც. ისიც დადგენილია და ვიცით, რომ, ის ადამიანი, ვინც ექიმთან კონტაქტში რჩება, ვისაც ექიმის ნდობა აქვს და იცის, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოს ექიმი არასოდეს არაფერს გააკეთებს, აი ამგვარი ნდობის ადამიანი უფრო ღიაა ვაქცინის მიმართ, როცა დარწმუნებით იცის, რომ ეკუთვნის იმ მცირე ჯგუფს, რომელიც არ აცრილია და არც კოვიდ გადატანილია“, – აღნიშნავს იაგო ფრანგიშვილი.

„აქ მეორე მხარეცაა. მოსახლეობის დაახლოებით 15%-მდე შეიძლება კოლექტიურმა იმუნიტეტმა გარკვეულწილად მოარიდოს კოვიდინფიცირებას.

ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს საზოგადოებას და პოლიტიკას, საერთოდ ქვეყანას და მის მოქალაქეებს, დაგეგმონ ჰიგიენური რეგულაციები, განსაზღვრონ მოსალოდნელი ინფექციურობა.

ყველა ვერ იქნება ერთ აზრზე, გინდაც ეს ეხებოდეს ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიცაა სიცოცხლე.

ორჯერ აცრილი აშკარად დაცულია ინფექციის მძიმე ფორმისაგან, თუკი არაა უმძიმესი სარისკო პაციენტი.
ეს იცის ყველამ დედამიწაზე.

იცის განათლებულმაც და წერა-კითხვის უცოდინარმაც, იცის მსმენელმაც და გამგონემაც, იცის ყრუ-მუნჯმაც და ბრმამაც და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ.

ერთადერთი პრობლემა არ აცრისა არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა იტვირთება ზედმეტად. სწორედაც რომ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის იმის ცოდნა, თუ სად დგახარ ინფექციოლოგიური ასპექტით.

როცა იცი, რომ ამდენია აცრილი, ამდენს აქვს ნაღდად გადატანილი, ამდენია დანამდვილებით იმუნიზირებული, რაღაც ნაწილი, რომელსაც გადატანილი აქვს და ნაკლები ანტისხეული აქვს, არის დიდი ალბათობით მაინც იმუნიზირებული, მერე რჩება მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ნაღდად იცი, რომ არ ყოფილა ვირუსთან კონტაქტში.

აი ამ ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრავს სამედიცინო სისტემის მოსალოდნელი გადატვირთვის ალბათობას კოვიდთან მიმართებით და ამის გაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს პროცესი დაიწყება გერმანიაში ოქტომბრიდან.

საქართველოს აქვს შანსი, რომ ეს პროცესი დაიწყოს ადრე, იყოს გერმანიაზე უფრო ნოვატორი და ამით დააწყნაროს უპირველესად ის სისტემა, ის სამედიცინო სფერო, რომელიც სატურაციის დაგდებისთანავე, მიუხედავად პიროვნების ცნობიერებისა, ისევ და ისევ ძალიან ნაადრევად საავადმყოფოსკენ და ეგრევე მართვითი თუ დამხმარე სუნთქვისკენ მიაქანებენ პაციენტს.

მწოლიარე და ცეპაპიანი, მით უმეტეს სრული მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის იმ სიტუაციიდან გამოყვანა არის გაცილებით რთული.

როცა ექიმს ეცოდინება, რომ პაციენტს აქვს კოვიდი გადატანილი, მისი მართვა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ორივე მხარისათვის, პაციენტისთვისაც და ექმისთვისაც, გაცილებით ადვილია.
თუ ამას გავითავისებთ, ვიქნებით წარმატებული ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში.

თუკი გავაგრძელებთ ადამიანებზე ზეწოლას, მათ გინებას, მათ მარგინალიზაციას, წავაგებთ ყველა, აცრილიც და აუცრელიც, აბსოლუტურად ყველა. თუმცა, მოგებულიც იქნება ამ საშინელებიდან და ყველამ ვიცით ვინ და რამდენს მოიგებს“, – წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება143

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"