„მინდა, გამოვეხმაურო ერთ საკითხს. ქართველ გულშემატკივარს, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, ვინც ერკვევა ფეხბურთში, ეს მათ არ ეხებათ. აქ საუბარია სიბინძურეზე, რომელზეც მინდა, სულ პატარა კომენტარი გავაკეთო, თითქოს ზივძივაძეს ეროვნულ ნაკრებში მე არ ვათამაშებ, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ეროვნული ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს და ვინ – არა. გულშემატკივარს, ვინც ერკვევა ფეხბურთში, მათთვის არ ვაკეთებ ამ განმარტებას, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და სიბინძურე. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ამას ავრცელებენ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან ფეხბურთში, გაგებაში არ არიან, მათთვის ვამბობ. ძირითადად, როცა ვნახე, ვინ წერს ამ კომენტარებს, გავაკეთეთ პატარა ანალიზი, 99 პროცენტი ამ ადამიანებისა არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და თითქოს გამჭვირვალობა იყოს რუსული. როგორ შეიძლება, ასეთი სიბინძურე მოიფიქრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ისინი იკადრებდნენ და გააკეთებდნენ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, როცა 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ – არა. ეს არის დიდი სისულელე“, – განაცხადა კალაძემ.
როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი
კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...










