,,30 წელია აშშ მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის.ყველაფერი, ჩვენი პროექტები და პროგრამები, რასაც ვაკეთებთ მიმართულია იმისთვის, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა და ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს. ის განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერდეს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სანამ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, ეს თავიდან აეცილებინა.აშშ-მ ამისთვის დიდი მუშაობა გაწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი და ზოგადად, ევროკავშირი და ნატო არის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და წარმატებას უზრუნველყოფენ.სწორედ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენც და ქართველ ხალხსაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ ერთგულები საქართველოს ამ მისწრაფებების. “-აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...
"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...
აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....
"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...
საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის...
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის...
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება,...