რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი „ნამოხვანჰესის” მომხრეების მიერ წყალტუბოში გამართულ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აქცია შესაძლოა კომპანიის მიერ მართული პროცესი იყოს.
„ვთვლით, რომ ეს არის აბსოლუტურად მართული პროცესი ალბათ უფრო კომპანიის მხრიდან, რომ თითქოს არსებობს სინამდვილეში ხეობის მოსახლეობა, რომელიც ითხოვს ჰესის მშენებლობას, რა თქმა უნდა, ასეთი რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც კომპანიაში მუშაობს, თუმცა დიდი ნაწილი საზოგადოების აზრი უკვე ცნობილია ამ პროცესებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.










