თელავივი – პარიზის რეისზე ქართველმა ექიმმა, სალომე ბარბაქაძემ მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა.
როგორც თვითმხილველი “მთავარი არხის” ციფრულ დეპარტამენტს ეუბნება, თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, მას კი პირველადი დახმარება ქართველმა ექიმმა აღმოუჩინა.
მისივე თქმით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ქართველ ექიმს მადლობის სიგელით დააჯილდოებს.










