ამერიკაში მცხოვრები გია თევდორაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას მზია წულუკიძე ავრცელებს:
“ემიგრანტული დღიურები ამერიკიდან”.,,კიდევ ერთი ქართველი დავკარგეთ _ გია თევდორაშვილი. თელავზე უზომოდ შეყვარებული კაცი, კარგი მეუღლე და მამა, კარგი მეგობარი.. ეს კი მისი სიტყვებია:,,გულო! უზომოდ გახელდი,ვერ დაგაწყნარა ბრუკლინმა,მომნატრებია თელავი,დამტანჯა მისმა სურვილმა.”ამჯერად სამუდამოდ უბრუნდება მის თელავს. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს”, – დაწერა მზია წულუკიემ.
,,თევდორეეე, თევდორეე, სად წახვედი, ბიჭო, აღარც ჩარდახიანი დგანან ურმები, ართანაშიც აღარ მღერის დედას ლევანა და მე რა ვქნა, ძალიან რომ მიყვარხარ”, – წერს ბელა მეზვრიშვილი.










