✅საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილთან და საჩხერეში პაოლო იაშვილის შთამომავლებთან ერთად დიდი ქართველი პოეტის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ.
✅დაათვალიერეთ სახლ-მუზეუმის შენობა და პაოლო იაშვილის შთამომავლებისგან, გიორგი და მერაბ ნიჟარაძეებისგან მივიღეთ ინფორმაცია მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ამასთან, მუზეუმში გაიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული, კალიგრაფიის ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
✅ასევე საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრს ვეესტუმრეთ და სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ დავესწარით. -წერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.










