საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება. ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.
ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან.
„წელს სიახლეა, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში ჩატარდება, ნაცვლად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრისა, – ამბობს მაია პაქსაშვილი – ზოგიერთი მუნიციპალიტეტის თეატრი თავის სცენაზე ითამაშებს, ზოგი სხვა მუნიციპალიტეტს ეწვევა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, – ფესტივალი მთელ იმერეთს მოიცავს.
წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გვესტუმრება თეატრალური დასი რუმინეთიდან, ასევე ველოდებით ნიდერლანდებში მოქმედ საერთაშორისო ქართულ დიასპორულ თეატრს. ფესტივალზე სპექტაკლით „სესილია და ვერიკო“ მარჯანიშვილის თეატრი წარსდგება.
ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან თეატრმცოდნეები – ლელა ოჩიაური, ალექსანდრე სულამანიძე, ნერონ აბულაძე, რეჟისორი გიორგი თავაძე“. – განაცხადა მაია პაქსაშვილმა გამოცემასთან “ჩემი ხარაგაული”.
სპექტაკლების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ გაიმართება.










