თბილისში მოკლული 45 წლის კაცი კასპში მცხოვრები გიორგი ბასიაშვილია, რომელიც წლების განმავლობაში თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულობის ქარხანაში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სასიკვდილო ჭრილობები სამსახურში, დაცვის თანამშრომელმა მიაყენა. მას ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.
ცხედარი მშობლიურ ქალაქ კასპში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ.
ეჭვმიტანილი შსს ცნობით დაკავებულია.










