სპეცოპერაცია თბილისში – ამ წუთებში დოლიძის 48 ნომერში, სავარაუდოდ ფინანსური პოლიციაა შესული.
საგამოძიებო მოქმედებები “სტარ აიტის” აკადემიაში მიმდინარეობს. რას ეძებენ ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ შენობაში უკანონო, ე.წ. ქოლ ცენტრი ფუნქციონრებს.
როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპონდენტი იტყობინება, შენობაში უკვე რამდენიმე საათია ნიღბიანები გადაადგილდებიან.
ბევრჯერ იყვნენ მოსულები, როგროც იყო ადრე ნატქვამი “ქოლცენტრი” იყო განთავსებულიო. სულ რუსებით და აიტიშნიკებით არის გადავსებული”, – ამბობს ადგილობრივი.