LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცესკო – ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებს

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს – ცესკო

დაპოსტა 2025/07/30-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის – უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.

„საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გამართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ღია წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადებაც.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას.

საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.

ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.

ამასთან, გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. როგორც უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის – უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ყველა შესაბამის პირს ევროპარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო მოსაზრების/შეფასების გამოქვეყნებამდე, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოთ პირველწყაროსთან, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ნუ გაიმეორებთ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებებში გაკეთებული შეფასებები შემთხვევითი შეცდომა ან ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, არამედ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ სრული თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციული დიალოგისა და ღია კომუნიკაციისთვის, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთო ღირებულებებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შემდეგ, 9 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ „საქართველოს 2024 წლის გაყალბებული არჩევნები ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი მომენტი იყო“. ამასთან, მათი თქმით, „გაყალბებულმა არჩევნებმა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებისკენ გზა გაუხსნა“. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ევროპარლამენტი საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს“ გმობს და კვლავ საქართველოში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგით ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოდა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ...

დაწვრილებითDetails

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"