თბილისში შხამიანი ქვეწარმავლები გამოჩნდნენ. მოქალაქეებმა დიდი დიღმის ტერიტორიაზე გიურზა შენიშნეს, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილიდან გაიყვანეს. სამსახურის წარმომადგენლები როგორც ამბობენ დღეში 3-4 გამოძახებაა და რთულია ამ მაშტაბის გამოწვევის გამკლავება, ამიტომ აუცილებელია ადამიანები მოერიდონ შხამიან ქვეწარმავლებთან სიახლოვეს.
გავრცელებული ცნობით, ზედამხედველობის სამსახურში ბოლო რამდენიმე დღეში 400 მეტი შეტყობინება შევიდა. მათი სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ტემპერატურაა . სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეწარმავლების გიურზას ჯგუფი ყველაზე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაკბენის შემთხვევაში ადამიანი უნდა იყოს უძრავ მდგომარეობაში, მიიღოს ბევრის სითხე, გაუკეთდეს ,,ანტიგიურზა” ვაქცინა და მოხდეს დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია.