თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და მისი თანამაშრომლები ავარიაში მოყვნენ.
საგარეჯოს შესასვლელში, მერის ავტომანქანა, წინ მიმავალ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.
მერი და მისი თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს თავი აქვს გატეხილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.