შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვი. ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
თავდაპირველად დაკავებაზე იფნორმაცია ჟურნალისტის ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა”, – აცხადებს შსს
რამდენიმე კვირის წინ სადიგოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს.










