ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონში. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
წყარო: primetime.ge










