თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები კინოთეატრ “ამირანში” გამოავლინეს. დახურვის ცერემონიაზე “ოქროს პრომეთე” ნომინაციაში გამარჯვებულ 9 ნამუშევარს გადაეცა.
– სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი; განსაკუთრებული აღნიშვნა მნიშვნელოვან თემებზე ფილმისთვის: „სველი ქვიშა“ (რეჟისორი ელენე ნავერიანი);
– განსაკუთრებული აღნიშვნა დებიუტანტ მსახიობ მარინე ყუბანეიშვილს ფილმში „რატომ ვართ ერთად“ შესრულებული როლისთვის.
– განსაკუთრებული აღნიშვნა ლევან თედიაშვილს მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“;
– დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში პრიზი ორად გაიყო და ოქროს პრომეთე გადაეცა სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ და თათია სხირტლაძის „დიდება დედოფალს“.
– მოკლემეტრაჟიანი ფილმი განსაკუთრებული აღნიშვნა სამსახიობო ანსამბლისთვის: „პაპანაქება“ (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი);
– განსაკუთრებული აღნიშვნა კამერისა და განათებისთვის: „სასტუმრო მირაჟი“ (რეჟისორი გურამ ბაქრაძე);
– ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის: „ტვირთი“ (რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი).
საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ: იაელფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).
დღეს ასევე გამოვლინდნენ საქართველოს კინოცენტრის კონკურსის „წერე ქართულ კინოზე“ გამარჯვებულები:
III ადგილი – აბესალომ დარასელია;
II ადგილი – ელისაბედ ალფაიძე;
I ადგილი – ანი კილაძე.
საფესტივალო კინოჩვენებები 12 დეკემბერს დასრულდება.










