თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო სააგენტო “ლიმონის” დამფუძნებლის, აქციების მონაწილის, გიორგი ოკმელაშვილის პროცესი გაიმართა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი.










