LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტი თავს კარგად გრძნობს

თბილისის ინფექციურში 40 პაციენტია მოთავსებული

დაპოსტა 2020/03/10-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 7 პაციენტის ანალიზის პასუხები რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ინფექციაზე საეჭვო პაციენტების მიმართვიანობა არ გაზრდილა.

„დღეს ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება სულ 40 ადამიანი, ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც იყო გუშინ. ახალი კორონავირუსით ინფექციაზე საეჭვო ავადმყოფების მომართვიანობის მხრივ მატება არ აღინიშნება . დღეს აღებულია მასალა, გამოკვლევა დილის საათებში აუღეს 7 პაციენტს და პასუხები იქნება ახლა წუთი წუთზე, ხოლო დღის მეორე ნახევარში აუღეს მასალა გამოსაკვლევად 17 პაციენტს და მათი პასუხები იქნება გვიან ღამით დაახლოებით 12 პირველ საათზე. ჯერჯერობით დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა, თუმცა რამდენადაც ჯერ პასუხები არ მოსულა, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა. საქართველოში რჩება 15 ინფიცირებული, აქედან 14 მკურნალობს ჩვენთან, ერთი არის საჩხერეში“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ცერცვაძის ინფორმაციით, ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა.

„მას არ აღენიშნება რაიმე გართულებები და სერიოზული კლინიკური ნიშნები. რაც შეეხება ჩვენთან, გამართლდა ჩვენი მოსაზრება ,რომ ამ დაავადებას ახასიათებს თანდათანობით დამძიმება პირველი 2 კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით პირველი კვირის მანძილზე ერთი პაციენტი, რომელიც წინა დღეებში მძიმე იყო, ის რჩება მძიმედ და უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა. ჯერჯერობით ამ პაციენტთან რაიმე სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები ორგანოთა სისტემების მხრივ არ გამოვლენილა და ინტენსიურ თერაპიაზე გადასვლა ჯერ არ დაგვჭირვებია, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ დაგვჭირდეს. კიდევ სხვა პაციენტებს, რომელთაგან სამს აქვს ორმხრივი პნევმონია და ზოგიერთებს კიდევ ჰქონდათ გარკვეული გადახრები სისხლის საერთო ანალიზის მხრივ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მართალია ზოგიერთმა კლინიკურმა სიმპტომმა მოიმატა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ დაავადების დროს პირველი კვირის განმავლობაში და ხშირად პირველი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება ვირუსის რეპლიკაცია,ანუ, გამრავლება ორგანიზმში და ამ ვირუსის გამრავლების კვალდაკვალ კლინიკური მანიფესტაცია ,შეიძლება , გაძლიერდეს. შეიძლება, პაციენტების დამძიმების ნიშნები იყოს. ჩვენთან ჯერჯერობით გარდა იმ ერთი პაციენტისა , სხვასთან დამძიმება სერიოზულად არ მომხდარა, რაც კარგია ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ განწყობას. მიგვაჩნია , რომ საპასუხო ზომები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარეს ინფექციის შესაკავებლად ეფექტური და დროული იყო“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ეროვნული ბანკი ხსნის თუ რატომ მკაცდება სესხების გაცემის წესი

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესის ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თბილისში ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა  ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და...

დაწვრილებითDetails

რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
რა დეტალები ხდება ცნობილი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
მთავარი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლოს წინაშე დაახლოებით ერთი საათსის წინაშე წარსდგება. პროცესზე მივა თეონა გოლაძე, ქალი რომელმაც ვიდეო-კადრები გადაიღო. ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ალექსანდრე პოპოვს...

დაწვრილებითDetails

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მთავარი

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან,...

დაწვრილებითDetails

სესხების გაცემის წესი მკაცრდება

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის პირობები 2027 წლიდან ეტაპობრივად გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) განსაზღვრისას გამოყენებული შემოსავლის ზღვარი. დღეს მოქმედი წესით, სესხის მომსახურების...

დაწვრილებითDetails

“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
“მინგრევენ ცხოვრებას” – რა თქვა სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა?
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და...

დაწვრილებითDetails

ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
ბათუმში მე-16 სართულიდან ლიფტის მოწყვეტას მსხვერპლი მოჰყვა
მთავარი

სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს - მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა. "ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 30, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს ცხრა პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"