ე.წ. მატროსოვის ციხეში დეპუტატმა თამარ კორძაიამ მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია მოინახულა.
“ჯანმრთელობას არც ერთი არ უჩივის. უბრალოდ, ბატონმა ელგუჯამ თქვა, რომ მას არ წარმოუდგენია საქართველოში არც ერთი ადამიანი, ვისაც სახლში მიხეილ სააკაშვილი დაუკაკუნებდა და არ შეუშვებდაო. თუ მე ამაში დამნაშავე ვარ, მზად პასუხი ვაგოო.
მან ასევე თქვა, რომ მამა-შვილი წოწორიები აბსოლუტურად უდანაშაულები არიან,”- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, წოწორიები და ცომაია, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.










