თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს.
ვინაიდან პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, უწყებამ ელჩების დანიშვნის პროცესი არჩევნებამდე შეაჩერა:
“პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.
აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს].
მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს.” ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.










