ზუგდიდში ,,ზუმერის” მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ტელეფონები და დინამიკები.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა.
კონსულტანტების თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ბიჭი მაღაზიაში შევიდა, დახლიდან დინამიკი აიღო, ქურთუკში დამალა და მაღაზიიდან გარეთ გავიდა.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. პირი, რომელმაც მაღაზიიდან ნივთი მოიპარა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.