ახალი კვირა შესაძლოა დაეხმაროს სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. მათ მიეცემათ შანსი, გათავისუფლდნენ წარუმატებლობისგან და საბოლოოდ დაუსვან წერტილი ეპიზოდს, რომელიც ცრემლებითა და პრობლემებით იყო სავსე.
თხის რქა
ეს კვირა შესაძლოა მცირე სირთულეებით დაიწყოს. არ ღირს ცუდზე ფიქრის გამძაფრება, თქვენ შეძლებთ ყველა უსიამოვნებასთან გამკლავებას. ეცადეთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და სწრაფად იმოქმედოთ.
არ შეგეშინდეთ, ბედი არ მოგაყენებთ დარტყმას და არ გავნებთ. უბრალოდ მიიღეთ მცირე ცვლილებები და გააკეთეთ სწორი დასკვნები. კვირის ბოლოსკენ უკვე მიხვდებით, რომ პრობლემები გადალახეთ და შეძლეთ თავის დაღწევა.
კირჩხიბი
ახალი კვირა მოგცემთ შანსს, გამოავლინოთ საკუთარი თავი. არ შეგეშინდეთ სირთულეების, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით, თუნდაც თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ეს რთულია. ენდეთ თქვენს “მეექვსე გრძნობას” და იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ თქვენ და არა გარშემომყოფებს.
კვირის ბოლომდე შეძლებთ მტრობის დასრულებას და წარსულში დატოვებთ ყველა უთანხმოებას. არ ღირს წყენებზე ფიქრის გამძაფრება, შურისძიების სურვილი ნამდვილად არ მოგიტანთ წარმატებას. ხოლო თუ ისწავლით სიბრძნის გამოყენებას, ბედნიერება ძალიან მალე დააკაკუნებს თქვენს კარზე.
ვერძი
საქმეები შესაძლოა შენელდეს, ეს კვირა არ მოგიტანთ რადიკალურ ცვლილებებს. ამის გამო შეიძლება იგრძნოთ მოწყენილობა და შეცდომები დაუშვათ. თუმცა, არ იჩქაროთ დანებება და დამარცხების აღიარება. ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული.
ვარსკვლავები გირჩევენ, გადადგათ გრანდიოზული და გაბედული ნაბიჯები. როგორც კი დაიწყებთ მოქმედებას, შიშისა და ეჭვების გარეშე, წარმატება “სწორ” მხარეს მოგიბრუნდებათ. და მხოლოდ ამის შემდეგ ცხოვრება სიხარულით აივსება.