აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველი იქნება. ასტროლოგიაში გველი სიბრძნის, ძალის, შრომისმოყვარეობის, სიმტკიცისა და მოთმინების სიმბოლოა და ცვლილებები განსაკუთრებით უყვარს. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლესა და ცვლილებას ჰპირდება. ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის კი მომდევნო წელი განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდება:
მერწყული
ფავორიტთა შორის პირველი მერწყულია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდება, რაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.2025 წელს მერწყულებს ყველა შანსი აქვთ, რომ თავიანთი ოცნებებისა და გეგმების რეალიზება დაიწყონ, საბოლოოდ გათავისუფლდნენ წარსულის ნეგატიური გავლენებისგან, გახდნენ ბევრად თავდაჯერებულები და საკუთარი თავი სრულად გამოხატონ.
კურო
კიდევ ერთი ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება, კუროა. გარდა იმისა, რომ კუროს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დიდი წინსვლა და ოცნებების ასრულება ელოდება, ყველაზე დიდი სიახლე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაა მოსალოდნელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათ ცხოვრებაში საინტერესო თავგადასავლებსა და ბედნიერ დღეებს შეიტანს. ხოლო, მათ, ვინ უკვე ურთიერთობაშია, ჰარმონია და საინტერესო ეტაპები ელოდება.
სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს 2025 წელს კარიერული წინსვლა და საკუთარ საქმეში განსაკუთრებული გამართლება ელით. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სამყარო არაერთ ხელსაყრელ შეთავაზებასა და ინიციატივას გიმზადებთ, რაც საბოლოოდ ფინანსურ კეთილდღეობამდეც მიგიყვანთ და გექნებათ შესაძლებლობა, განახორციელოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
წყარო; ბომონდი.ge