”ზიარება უფალმა როგორც დაადგინა ისე იყო, არის და იქნება” – ამის შესახებ მეუფე იოანემ ქუთაისში კუჩების კურთხევის დაწყების წინ განაცხადა. მან ხალხი გაამხნევა და განაცხადა ”ჩვენთან არს ღმერთი”.
”ვალდებული ვარ სინოდის სხდომას დავესწრო. ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა ისე იყო, არის და იქნება.”
რაც შეეხება სააღგომა ღვთისმსახურების წესის ცვლილებას მეუფე იოანემ განაცხადა რომ ამას მაშინ ვნახავთ, როდესაც აღდგომა დადგემა.
”ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ რომ, არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება, სულით უკვდავებას ემსახურება და ადამიანის ცხონებას ემსახურება და ის არ განიზომება წარმავალი მოვლენებით. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა გაუფრთხილდე თავს, უფალმა თქვა, ”არა განსცადო უფალო შენი”, კადნიერად და უტიფრად არ უნდა მოექცე და შენს თავზე იმაზე მეტი არ უნდა აიღო, ვიდრე შენ შეგიძლია იტვირთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხორციელი შიშის გამო ჩვენ ჩავიკეტოთ, თავის გადარჩენაზე ვიფიქროთ და უფალი დავივიწყოთ, ქვეყანა-ერი დავივიწყოთ.
ზიარების დროს, როდესაც მღვდელი გამოაბრძანებს ბარძიმს მიმართავს ხალხს – ”შიშითა ღვთისადა სათნოებითა და სიყვარულითა მოვედითო”, ვისაც აქვს ღვთის მოშიშება, სიყვარული და რწმენა თქვენ მოდითო და ვინც ეჭვებშია და შიში აქვს ის ნუ მოვა. ორგულად მისვლა ცოდვას ნიშნავს.” – განაცხადა მეუფე იოანემ.