საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ვაქცინაციასთან დაკავშიებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.
დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით, – “ვინმე მაინც შეგვხვდეს” სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.










