თირკმლის უკმარისობით დაავადებული ადამიანებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების დამატებით გამოყოფის თაობაზე. ცვლილებების გათვალისწინებით, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებისთვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაიზარდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, ტრანსპორტით გადაადგილებისათვის ყოველთვიურად 150 ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც 50 ლარიან მატებას ითვალისწინებს.








