ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება – ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერია ავრცელებს.
ქალაქის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.
ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბილდმორი“ ახორციელებს.
ცენტრალურ მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.