LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ ბიუჯეტიდან 454 000 ლარი მიიღო და 33 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო

ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ ბიუჯეტიდან 454 000 ლარი მიიღო და 33 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო

დაპოსტა 2020/06/09-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ 2011-20 წლებში ბიუჯეტიდან 454 000 ლარი მიიღო. 43 ტენდერიდან კი მათ 33 უკონკურენტოდ მოიგეს – ამის შესახებ ინფორმაციას მფლანგველი დეტექტორი ავრცელებს. მათვე ცნობით  ნოდარ მესხიშვილისა და თეიმურაზ წიწილაშვილის კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც 3 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, რისთვისაც ზესტაფონის ბიუჯეტიდან 38,130 ლარი მიიღო; ზოგიერთ შემთხვევაში ამ კომპანიის სამუშაოების შესრულების ინსპექტირება კომპანიის დირექტორის შვილს უნდა განეხორციელებინა.

“შპს “ზესტაფონპროექტი” 2004 წელს შეიქმნა, მისი რეგისტრაციის მისამართია ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქუჩა #6. მის 30-30%-იან წილებს ნოდარი მესხიშვილი და ზაზა მახათაძე ფლობენ, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ წიწილაშვილია. კომპანიის დირექტორი ნოდარი მესხიშვილია.

კომპანიის საქმიანობის სფეროა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება სხვადასხვა სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისთვის.

ამ კომპანიის მფლობელები და მათი ოჯახის წევრები წლებია არიან ზესტაფონის მერიის თანამშრომლები, კერძოდ: თეიმურაზ წიწილაშვილი 2007 წლიდან, ხოლო ნოდარ მესხიშვილის შვილი დავით მესხიშვილი 2013 წლიდან სხვადასხვა თანამდებობას იკავებს მერიაში. ამჟამად ის ზესტაფონის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის უფროსია. ხოლო თეიმურაზ წიწილაშვილი ზესტაფონის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსია. აღსანიშნავია ისიც რომ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ წიწილაშვილის შვილი – კახაბერ წიწილაშვილი არქიტექტორად მუშაობდა ამ კომპანიაში.

შპს “ზესტაფონპროექტი” 2011 წლიდან იწყებს აქტიურ საქმიანობას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მასთან აფორმებს ათიათასაობით ლარის პირდაპირ შესყიდვებს, ხოლო 2013 წლიდან ეს კომპანია ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობს, სადაც ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებს.

გამარტივებული შესყიდვებით 2011-20 წლებში ამ კომპანიას მიღებული აქვს 188,545 ლარი. აქედან 177,603 ლარი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისგან და მის დაქვემდებარაბეში მყოფი სხვადასხვა სამსახურებისგან, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლებისგან, ხოლო 10,580 ლარი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებისგან მიიღო.
(2011-12 წლებში ზესტაფონიდან მიღებული აქვს 99,638 ლარი, ხოლო 2013-20 წლებში 88,545 ლარი).

2013-20 წლებში ამ კომპანიამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ 57 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 43-ში გაიმარჯვა და ჯამში მიღებული აქვს 276,310 ლარი. 43 ტენდერიდან 33-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენ 10 შემთხვევაში, როდესაც ტენდერში სხვა კომპანიებიც მონაწილეობდნენ, 2 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია და ამის შემდეგ გაიმარჯვა შპს “ზესტაფონპროექტმა”.

ფლანგვის დეტექტორი 2/2: აღსანიშნავია 2018 წლის ნოემბერში ამ კომპანიის მიერ უკონკურენტოდ მოგებული ერთ-ერთი ტენდერი (SPA180001485), სადაც გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის რისკები, კერძოდ: 9,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც შპს ზესტაფონპროექტთან გაფორმდა, მომზადდა იმ სამსახურის მიერ, რომელსაც კომპანიის დირექტორის შვილი – დავით მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ტენდერის პირობებში იყო ისეთი პირობები ჩადებული, რომელიც კონკურენციას სავარაუდოდ არასაჭიროდ ზღუდავდა. მაგალითად: პრეტენდენტს მოეთხოვებოდა სამწლიანი
(2015, 2016, 2017) გამოცდილება, რომელსაც შპს ზესტაფონპროექტი სრულად აკმაყოფილებდა, ვინაიდან სწორედ 2015 წელს ჰქონდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან პირველი ხელშეკრულება დადებული საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად (გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზესტაფონის მერიასა და შპს “ზესტაფონპროექტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაზე შესრულების ინსპექტირება უნდა განეხორციელებინა ზესტაფონის მერიის არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურებს. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი ევალებოდა იმ სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც დავით მესხიშვილი იყო, ხოლო ამავე სამსახურში დასაქმებული იყო თეიმურაზ წიწილაშვილი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე ამ კომპანიამ სამ ტენდერში გაიმარჯვა უკონკურენტოდ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მასთან 38,130 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი 2020 წლის 19 მარტს (პანდემიის პირობებში), ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მისგან 13,659 ლარის პირდაპირი შესყიდვა განახორციელა.

წყარო:

bit.ly/2AOXtoC – დავით მესხიშვილი

bit.ly/30qrKF4 – თეიმურაზ წიწილაშვილი

bit.ly/2Yab4yw – შპს ზესტაფონპროექტი (230071953)

bit.ly/2MUX5I1e – სახ. შესყიდვები (230071953)” – წერს მფლანგველი დეტექტორი

გაზიარება990

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"