სოციალური ქსელის მომხმარებელი თორნიკე ასლანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ახალგაზრდა კაცი საპატრულო პოლიციის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილ ყურადღებაზე საუბრობს:
“დღეს დილით ვაკეში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე სრული წესების დაცვით გვაჩერე მანაქანა, გადავედი რამდენიმე წუთის საქმეზე. ნომერიც არ დავტოვე. კარგად წვიმს.
2-3 წუთში შემოდის ზარი:
– გამარჯობა, ბ-ნი თორნიკე ბრძანდებით?
– დიახ
– საპატრულო პოლიციიდან გირეკავთ
– …გისმენთ, თან ათასი ფიქრი წამოვიდა: არასწორ ადგილას გავაჩერე, ცუდად გავაჩერე, სითი პარკს ვადა გაუვუდა, საათობრივი არ ჩავრთე…
მე ამ ფიქრებში ვარ და ტიპი რას მეუბნება:
– უკანა ფანჯარა ჩამოწეული გაქვთ და დაგისველდებათ მანქანა.
– დიდი მადლობა
– წარმატებული დღე!
ჯიგარი, შეამჩნია, არ დაიკიდა, არ დაეზარა ნომრის მოძებნა და დარეკვა”, – წერს ასლანიშვილი “ფეისბუქში”










