?️91 ხმა და არცერთი წინააღმდეგი – გუშინ, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე აირჩიეს.
,,მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ეს ჩემთვის, ️კიდევ ერთი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდები.
ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენს სამსახურში!.ა
აქვე, მინდა მივულოცო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა კახა კახიშვილს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა ირაკლი მეძმარიაშვილს, ვუსურვო წინსვლა და წარმატებები!.” – წერს ზაზა ლომინაძე.
,,ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, ჩვენს მეგობარს და თანამოაზრეს, ბატონ ზაზა ლომინაძეს ვულოცავ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას!
მჯერა, ბატონი ზაზა ღირსეულად გაართმევს თავს ამ რთულ და საპატიო გამოწვევას, ამასთანავე, ჩვეული აქტიურობით იქნება ქუთაისის და ქუთაისელების გვერდით!” – წერა სოციალურ ქსელში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.










