LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/09/25-ში
8
ნახვა
გაზიარება

„ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირებს, ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.

„მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფმა ჩვენმა ხალხებმა შეძლეს ისეთი მეგობრობის დამყარება, რომელიც დროსა  და საზღვრებს სცდება და ერთმანეთის გვერდში დგომას გულისხმობს.

სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისა და მეგობრობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ისტორიული მეგობრობისა და ძმობის პოლიტიკა, რომელმაც მრავალ სირთულეს გაუძლო და ჩვენი ხალხების სულიერი და მატერიალური გამდიდრების საწინდარს წარმოადგენს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა. ხშირად ხდება ვიზიტების გაცვლა სხვადასხვა დონეზე. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ განსახილველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მრავალი საკითხი.

სრული მზაობა გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი ხელშეწყობისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესშია.

„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! სომხეთს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები:  გიორგი ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის...

დაწვრილებითDetails

” 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი და გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე”- სალომე ზურაბიშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის...

დაწვრილებითDetails

“მისი დისშვილის წაქეზებით მოკლეს ჩემი შვილი…”-მოკლული მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ  პროვოკაცია მოუწყო. ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162...

დაწვრილებითDetails

გრამი ოქროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასები კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულება 3 530 დოლარს შეადგენს. ერთ დღეში ეს მისი ღირებულების 0.97%-იან ვარდნას წარმოადგენს. იაფდება ვერცხლიც. ამ დროისთვის 1...

დაწვრილებითDetails

“ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინამორბედებს, საერთო არ აქვს არც რეალობასთან” – ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა წინამორბედებს, არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს, -...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“...

დაწვრილებითDetails

” ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სურათი ნათელია, ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ბიძინა ივანიშვილს ეფარება, - ამის...

დაწვრილებითDetails

” დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით ” – სერგეი ლავროვი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას,...

დაწვრილებითDetails

“სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».