“ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს”, – ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ნინოწმინდის პანისონსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე.
ვოლსკი ასევე აღიარებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული ვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა:
“სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია, პოლიტიკური ელფერი იმიტომ არ გასდევს, რომ ჩვენი ოპონენტები იძახიან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას ჩვენც ვამბობთ. გამორჩეულად არის ტედნეცია რომელიც ვითარების ესკალაციისკენ, ისტერიკისკენაა მიმართული. მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს. ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს”, – ამბობს ვოლსკი.