პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიტიკოსებმა მიიღეს.
“მთელი უკრაინელი ერი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დადგა. ვფიქრობთ, რომ ზუსტად ახლაა ის დრო, როდესაც უკრაინელმა ერმა უნდა დაინახოს, რომ მთელი მსოფლიო მის გვერდითაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
წერილში საუბარია, რომ ნობელის პრემიაზე აპლიკანტების მიღების ვადა ამოწურულია და განცხადების ავტორები ამ ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.