ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბერა ივანიშვილის პირველ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შვილს, მარიამ გეგუჩაძეს მიმართავს.
„მარიამ, ვნახოთ ერთი რა შვილი ხარ და რას იზამ ქოცები რომ დედას შეგაგინებენ. ერთი თავი არ გაგიხეთქია დედიკო. ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ბერა ივანიშვილი “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არასრულწლოვანთან საუბარი მშობლების თანდასწრებით მიმდინარეობდა და ეს მხოლოდ გინების გამო გაფრთხილება იყო.
მისივე თქმით, თუ ვინმე დედას შეაგინებს, დღესაც აუცილებლად მოთხოვს პასუხს.










